აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსის რეკორდული, 136 000 შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსის რეკორდული, 136 000 შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში ერთ დღეში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა, 136 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში აღრიცხულია 10.2 მილიონი ინფიცირებული.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ინფიცირებულთა ოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა ტეხასის შტატში. ნიუ იორკის მერმა კი ვირუსის მეორე ტალღის შესაჩერებლად ახალი რეგულაციები აამოქმედა. პარასკევიდან მეგაპოლისში რესტორნები, კაფე-ბარები და სპორტდარბაზები 22:00 საათიდან დაიხურება. იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მკვეთრად მზარდი იქნება, ონლაინრეჟიმში განაგრძობენ სწავლის პროცესს სკოლები.

აშშ-ში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსს 241 619 ადამიანი ემსხვერპლა.