აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 85 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 85 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – ბოლო 24 საათში 85 357, რაც პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სიენენის“ ინფორმაციით, 41 შტატში, გასულ კვირასთან შედარებით, შემთხვევების რაოდენობა 10 პროცენტით არის მომატებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 8 944 632 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 228 6447 ადამიანი.