აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე - უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 70-80 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე - უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 70-80 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 70-80 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბარში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე კოლინ კალმა განაცხადა.

„ვფიქრობ, შეგვიძლია, დარწმუნებით ვივარაუდოთ, რომ რუსებმა სავარაუდოდ დაკარგეს 70 ან 80 ათასი ადამიანი ბოლო ექვს თვეში. ეს არის ბრძოლაში დაღუპულთა და დაჭრილთა საერთო რაოდენობა“, – განაცხადა კალმა.

მისივე თქმით, ასეთი მნიშვნელოვანი დანაკარგის ფონზე, ვლადიმერ პუტინმა ვერ მიაღწია ვერც ერთ ძირითად სტრატეგიულ მიზანს უკრაინაში, ხოლო რუსი სამხედროები, უკრაინელებთან შედარებით, დემორალიზებულები არიან.