აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქნესეთში სასამართლო რეფორმაზე კენჭისყრას სამწუხაროს უწოდებს და ისრაელის ხელისუფლებას ოპოზიციასთან კონსენსუსისკენ მოუწოდებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქნესეთში სასამართლო რეფორმაზე კენჭისყრას სამწუხაროს უწოდებს და ისრაელის ხელისუფლებას ოპოზიციასთან კონსენსუსისკენ მოუწოდებს

აშშ ისრაელის პარლამენტში კენჭისყრას სამწუხაროს უწოდებს და მთავრობას ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ უმრავლესობამ მიიღო. ჩვენ გვესმის, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და, სავარაუდოდ, გაგრძელდება უახლოეს კვირებსა და თვეებში, რათა მოხდეს უფრო ფართო კომპრომისი, თუნდაც ქნესეთის შესვენების პირობებში. ჩვენ გავაგრძელებთ პრეზიდენტისა და ისრაელის სხვა ლიდერების მცდელობების მხარდაჭერას, რადგან ისინი ცდილობენ პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით უფრო ფართო კონსენსუსის შექმნას“, – განაცხადა მილერმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის პარლამენტმა სადავო სასამართლო რეფორმის კანონპროექტი მიიღო. რეფორმის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობა განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას, ხოლო თავად სასამართლო დაკარგავს ხელისუფლების გადაწყვეტილებების გაუქმების ბერკეტს.