აშშ-ის საელჩო – USAID-ი იწყებს 64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად

21:26, 24.04.2020

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, USAID-ი იწყებს 64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად.

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia იწყებს $64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად.

ეს დაფინანსება აშშ-საქართველოს შორის არსებული განვითარების ხელშეწყობის შეთანხმების ნაწილია“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი