აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტი - რუსეთისთვის დაწესებული სანქციები სერიოზულ ეფექტს იძლევა
აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტი - რუსეთისთვის დაწესებული სანქციები სერიოზულ ეფექტს იძლევა

რუსეთისთვის დაწესებული სანქციები სერიოზულ ეფექტს იძლევა, მათ შორის საერთაშორისო ბაზრებზე, – მიიჩნევენ აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტში. თუმცა, უწყებაში მიაჩნიათ, რომ ამ საკითხთან მიდგომა, როგორც ზემოქმედების ინსტრუმენტთან, პასუხისმგებლობით არის საჭირო.

წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ სიფრთხილეა საჭირო.

„ეს ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია და ჩვენ მათი დანერგვა სიფრთხილითა და დაფიქრებით გვჭირდება. სანქციებმა ძალიან სერიოზული ეფექტი გამოიღო“, – აღნიშნა მნუჩინმა.

6 აპრილს აშშ-მა საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევისთვის რუსეთის 38 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. სანქციები დიდი დარტყმა აღმოჩნდა – საფონდო ბირჟებზე რუსული ბიზნესიმპერიების აქციებმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო. ვაშინგტონის ქმედებას რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი საპასუხო ზომების მიღების უფლებას იტოვებს.

დატოვე კომენტარი