აშშ და ისრაელი ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც ირანის მიერ ბირთვული იარაღით აღჭურვის პრევენციას ისახავს მიზნად
აშშ და ისრაელი ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც ირანის მიერ ბირთვული იარაღით აღჭურვის პრევენციას ისახავს მიზნად

აშშ და ისრაელი დღეს ხელს მოაწერენ ერთობლივ შეთანხმებას, რომელიც ირანის მიერ ბირთვული იარაღით აღჭურვის პრევენციას ისახავს მიზნად. ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შეთანხმება კიდევ უფრო გააფართოებს აშშ-სა და ისრაელს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ხანგრძლივ ურთიერთობას.

„დეკლარაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია. ის მოიცავს ვალდებულებას, არასდროს დაუშვან ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა და გულისხმობს ბრძოლას ირანის დესტაბილიზაციური ქმედებების წინააღმდეგ, განსაკუთრებით, ისრაელის მიმართ საფრთხეების წინააღმდეგ“, – ციტირებს სააგენტო „როიტერი“ თეთრ სახლში არსებულ მაღალჩინოსანს.

ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში, ისრაელში 13 ივლისს ჩავიდა. მოგვიანებით ის მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის ლიდერსაც შეხვდება, შემდეგ კი საუდის არაბეთში გაემართება.