ასე მხოლოდ ერთეულები თუ თამაშობენ - კვიპროსში ოქრიაშვილის თამაშს შოუ უწოდეს [ვიდეო] #1TVSPORT
ასე მხოლოდ ერთეულები თუ თამაშობენ - კვიპროსში ოქრიაშვილის თამაშს შოუ უწოდეს [ვიდეო] #1TVSPORT

თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში გასვლაზე „აპოლონთან“ ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში გოლი გაიტანა და მატჩის გმირი გახდებოდა, ლიმასოლის გუნდს ბოლო წამზე ანგარიში რომ არ გაეთანაბრებინა.

ამ შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშილმა თავი სხვა ეპიზოდებშიც გამოიჩინა. მე-8 წუთზე მეტოქის კარი პირველად აიღო, მაგრამ მანამდე მის თანაგუნდელზე ვიდეორეფერიმ წესის დარღვევა დააფიქსირა და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გოლი არ ჩათვალა. თუმცა, 59-ე წუთზე ოქრიაშვილმა დაახლოებით ანალოგიური დარტყმით ანგარიში გახსნა.

მაგრამ იყო ეპიზოდი, რომელსაც მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა – ოქრიაშვილს ამ ეპიზოდში არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია, მაგრამ მოედნის მცირე მონაკვეთზე ორ მეტოქეს ისე ეფექტურად გაუსწორდა, კვიპროსულმა გამოცემა 24sports-მა პატარა წერილი მიუძღვნა.

 

 

ოქრიაშვილის შოუ

„კვიპროსის ჩემპიონატში ბევრი ფეხბურთელი არაა, ერთი ხელის თითებზე თუ ჩამოვთვლით, რომელთაც ასეთი მოქმედება შეუძლიათ. არის შემთხვევები, როდესაც გუნდს მხარს არ უჭერთ, მაგრამ ასეთ ფეხბურთელებს სიამოვნებით უყურებთ – მოქმედებებს, რომლებსაც არ ელით და რომლებსაც ხშირად ვერ შეხვდებით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კვიპროსის შესახებ ვსაუბრობთ. ერთ-ერთი მოთამაშე, რომელსაც ასე თამაში შეუძლია, არის ოქრიაშვილი. ეს მან „აპოლონისა“ და „ანორთოსისის“ მატჩის დროს გააკეთა. ქართველმა მიიღო გადაცემა და არა მხოლოდ მოახერხა მისი გაკონტროლება, არამედ გათავისუფლდა ორი ფეხბურთელისგან, რომლებმაც ის ვერ შეაჩერეს. კვიპროსის ჩემპიონატში ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ასეთი ეფექტური მოძრაობები შეუძლიათ აჩვენონ.“