AS - „რეალმა“ ჰარი კეინის შეძენა გადაიფიქრა #1TVSPORT
AS - „რეალმა“ ჰარი კეინის შეძენა გადაიფიქრა #1TVSPORT

ჰარი კეინის გადასვლა მადრიდის „რეალში“, დიდი ალბათობით, არ შედგება.

როგორც გამოცემა AS-ი იტყობინება, ინგლისელი ფორვარდი უკვე აღარ არის მადრიდელთა სატრანსფერო სამიზნე და მის გადაბირებაზე მუშაობა თითქმის შეწყვეტილია.

ეს იმას უკავშირდება, რომ „რეალს“ გადამეტებული ეჩვენება ფორვარდზე დაწესებული ფასი. 29 წლის კეინში „ტოტენჰემი“ 116 მილიონ ევროს ითხოვს, რასაც ემატება ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 20 მილიონის ოდენობით. ესპანურ გუნდს ასეთი დანახარჯები არ აწყობს და ამიტომაც ინგლისელი ამოიღეს სატრანსფერო პრიორიტეტების სიიდან.