არველაძეს „კრასნოდარშიც“ იწვევენ - რუსი სპეციალისტების გამოხმაურება #1TVSPORT
არველაძეს „კრასნოდარშიც“ იწვევენ - რუსი სპეციალისტების გამოხმაურება #1TVSPORT

ინგლისური წყაროების ცნობით შოთა არველაძემ, შესაძლოა, პრემიერშიფისჰალ სიტი“ ჩაიბაროს. ამავე დროს, 48 წლის ქართველი მწვრთნელს რუსეთის პრემიერლიგის „კრასნოდარშიც“ იწვევენ – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„კრასნოდარიდან“ ბელარუსი სპეციალისტი ვიკტორ გონჩარენკო გაათავისუფლეს, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე ჰქონდა. გამოცემა „სპორტ-ექსპრესის“ ინფორმაციით, „კრასნოდარის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატია – სერბი მარკო ნიკოლიჩი და შოთა არველაძე.

ქართველი სპეციალისტის შესაძლო დანიშვნას რუსეთში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასკომის წევრმა მიხაილ გერშკოვიჩმასპორტ-ექსპრესთან“ ნეგატიური დამოკიდებულება დააფიქსირა.

„სჭირდება კი „კრასნოდარს“ უცხოელი მწვრთნელი? თუ ეს იქნება კლოპი, სპალეტი ან მანჩინი, კარგია. მაგრამ რაში გვჭირდება არველაძე, როცა ამდენი საკუთარი მწვრთნელი გვყავს, ვისაც უკეთ შეუძლია მუშაობა. მაგალითად, იურანი, ალენიჩევი, ხოხლოვი, კობელევი და თეთრაძე. რატომ არ უკავშირდებიან მათ? მათ იციან ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. იქნებ იმიტომ, რომ აგენტებისთვის არველაძესთან მუშაობა უფრო ადვილია? მე მჯერა, რომ ეს არის გზა არსაითკენ“, – ასეთია გერშკოვიჩის პოზიცია.

განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა ცნობილმა სპორტულმა კომენტატორმა დიმიტრი გუბერნიევმა:

„ნიკოლიჩი კარგი მწვრთნელია და მასთან კითხვები არ არის. მას შეუძლია თამაშის დალაგება. რაც შეეხება არველაძეს, ეს მისთვის ახალი გამოწვევა იქნება. ის დიდი ფეხბურთელი იყო. წინა სამუშაოს შემდეგ მას აქვს შანსი, ევროპაში გამოჩნდეს. მეჩვენება, რომ აქ გასაგებია რუსულენოვანი უცხოელის არჩევანი. ეს კეთდება იმისთვის, რომ მოთამაშეებთან ურთიერთობა გაადვილდეს და მწვრთნელი გუნდთან ერთად ახალ დონეზე ასვლას შეეცადოს. ამის ყველა წინაპირობა არსებობს“.

ანზორ კავაზაშვილი, სსრკ ნაკრების და თბილისის „დინამოს” ყოფილი მეკარე:

„არველაძე? არ ვიცი, რამდენად ძლიერია ეს სპეციალისტი, მაგრამ გალიცკი ძალიან ჭკვიანი ადამიანია და მწვრთნელს გვარის გამო არ აიყვანს. მანამდე ყველაფერს გადაამოწმებს. და ნაბიჯს ასე გადადგამს“.