არსენალმა ზედიზედ მეცხრედ მოიგო
არსენალმა ზედიზედ მეცხრედ მოიგო

ლონდონის „არსენალმა“   ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა, რაც ბოლო 3.5 წლის განმავლობაში აღარ გაუკეთებია. მაშინ მათი წარმატებული სერია 2015 წლის მარტიდან აპრილამდე გაგრძელდა. იმ სეზონში „არსენალმა“ არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით,  პრემიერ ლიგა მესამე ადგილზე დაასრულა და FA თასი მოიგო.

გასულ უიქენდზე „მეთოფეებმა“  ინგლისის ჩემპიონატის მატჩში – „ფულემი“ (5: 1) გაანადგურეს.

მიმდინარე გათამაშებაში რვა ტურის შემდეგ, „არსენალი“ პრემიერ ლიგაში, მეოთხე ადგილზეა.