„არსენალმა“ გაბრიელ მარტინელი საუდის არაბეთის ლიგის კლუბში 65 მილიონ ევროდ გაყიდა #1TVSPORT

17:45, 30.08.2026

გაბრიელ მარტინელი კარიერას „ალ ჰილალში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც რომანო წერს, არაბული კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ „არსენალს“ 65 მილიონ ევროს გადაუხდის. მარტინელი „ალ ჰილალთან“ გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს. ბრაზილიელი საუდის არაბეთში მომდევნო 24 საათის განმავლობაში გაემგზავრება.

25 წლის გაბრიელ მარტინელი „არსენალში“ 2019 წლიდან ირიცხებოდა – გუნდის მაისურით მან 278 მატჩი ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა.

2026 წელს ბრაზილიელმა „არსენალთან“ ერთად ინგლისის პრემიერლიგა მოიგო.

მსგავსი