არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ყველა დროის ნაკრებში მხოლოდ ერთი თანამემამულე და სამი ბრაზილიელი შეიყვანა #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მხოლოდ ერთი თანამემამულე შეიყვანა თავისი ოცნების გუნდში.
სკალონის ინტერვიუში სთხოვეს შეედგინა ყველა დროის ნაკრები, რომელშიც ლიონელ მესი და სამი ბრაზილიელი მოხვდა.
შემადგენლობაში შევიდნენ: ჯანლუიჯი ბუფონი, კაფუ, პაოლო მალდინი, ნურედინ ნაიბეტი, ალესანდრო ნესტა, მაურო სილვა, ჩავი, ანდრეს ინიესტა, კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი და რონალდო.