არგენტინაში სერხიო აგუერო დააფასეს #1TVSPORT
არგენტინაში სერხიო აგუერო დააფასეს #1TVSPORT

არგენტინის თასის საუკეთესო ბომბარდირის პრიზს სერხიო აგუეროს სახელს მიანიჭებენ, – ეს ინფორმაცია გააჟღერა არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ.

„სასიამოვნო სიახლე გვაქვს. ამიერიდან, არგენტინის თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი სერხიო აგუეროს სახელობის თასს მიიღებს“, – გამოაცხადა ტაპიამ არგენტინის თასის 2022 წლის გათამაშების წილისყრის დროს.

33 წლის აგუერომ 15 დეკემბერს გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო. არგენტინელმა 10 წელი გაატარა „მანჩესტერ სიტიში“, ასევე უთამაშია „ინდეპენდიენტეში“, „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონაში“. არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში იყო ოლიმპიური ჩემპიონი (2008) და კოპა ამერიკას გამარჯვებული (2021), აგრეთვე, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი (2014).