არგენტინაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მწვრთნელი გარდაიცვალა
არგენტინაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მწვრთნელი გარდაიცვალა

არგენტინაში გარდაიცვალა ქვეყნის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია.

მისი ხელმძღვანელობით, არგენტინის ნაკრებმა საუკეთესო შედეგს მიაღწია 1990 წლის შემდეგ, კერძოდ, 2014 წელს გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც დამატებით დროში დამარცხდა გერმანიასთან (0:1).

საბელია 66 წლის იყო. მას გულის ავადმყოფობა დაუდგინეს, მაგრამ მისი მდგომარეობის გაუარესებაზე გავლენა იქონია ანტიბიოტიკებმა, რომელსაც ის კიბოს დაავადების გამო იღებდა.

არგენტინის ნაკრების გარდა, საბელია წვრთნიდა „ესტუდიანტესს“, „ლიდსს“, „შეფილდსა“ და „რივერ პლეიტს“.