არგენტინა აპირებს, თხოვნით მიმართოს პრემიერლიგის კლუბებს, დასვენების საშუალება მისცენ არგენტინელ ფეხბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ #1TVSPORT
არგენტინა აპირებს, თხოვნით მიმართოს პრემიერლიგის კლუბებს, დასვენების საშუალება მისცენ არგენტინელ ფეხბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ #1TVSPORT

არგენტინის საფეხბურთო ასოციაცია აპირებს, თხოვნით მიმართოს ინგლისის პრემიერლიგის კლუბებს. როგორც გაზეთი Mirror წერს, ნაკრების წარმომადგენლებს სურთ, სთხოვონ „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ტოტენჰემს“ – მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის წინ დასვენების საშუალება მისცენ მცველებს – ლისანდრო მარტინესსა და კრისტიან რომეროს.

ეს შეიძლება შეეხოს სხვა ლიგის გუნდებს. რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების წინ, გაიმართება მოლაპარაკებები თითოეულ მოთამაშესთან, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყვნენ გამოძახებულნი არგენტინის ნაკრებში. შესაძლოა, ნებისმიერმა შეთანხმებამ ის გამოიწვიოს, რომ სხვა ქვეყნებმაც გაიზიარონ ეს მაგალითი. აღნიშნავენ, რომ პრემიერლიგის კლუბები, დიდი ალბათობით, არ დათანხმდებიან მსგავს თხოვნას, მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდება, მაშინ შეთანხმება შეიძლება შეეხოს ჩემპიონატის სხვა კლუბების ფეხბურთელებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომელიც 20 ნოემბერს დაიწყება, პრემიერლიგის ბოლო ტური 13 ნოემბერს არის ჩანიშნული.

ამ თემასთან დაკავშირებით, იტალიურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს „იუვენტუსის“ ნახევარმცველებმა – ანხელ დი მარიამ და ლეანდრო პარედესმა სთხოვეს ტურინული კლუბის ხელმძღვანელობას, არ შეიყვანონ ისინი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურის განაცხადში. „ეს არასწორი ინფორმაციაა“, – განაცხადა ამის შესახებ დი მარიამ.