არჩილ მესტვირიშვილი - ვაკვირდებით სიტუაციას და აუცილებლობის შემთხვევაში, მზად ვართ, მონეტარული პოლიტიკა დამატებით გავამკაცროთ
არჩილ მესტვირიშვილი - ვაკვირდებით სიტუაციას და აუცილებლობის შემთხვევაში, მზად ვართ, მონეტარული პოლიტიკა დამატებით გავამკაცროთ

ვაკვირდებით სიტუაციას და აუცილებლობის შემთხვევაში, მზად ვართ, მონეტარული პოლიტიკა დამატებით გავამკაცროთ, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა.

„ჩვენი წინადადებაა, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება მოხდეს დაგეგმილზე უფრო სწრაფად – როგორც წელს, ასევე შემდგომ პერიოდში. მიზანშეწონილი იქნება, თუ 2022 წლის განმავლობაში იქნება დაგეგმილზე უფრო მაღალი შემოსავლები. ჩვენ გამკაცრებული გვაქვს მონეტარული პოლიტიკა. ბიუჯეტის დეფიციტი არის ერთ-ერთი წყარო, მაგრამ არა ერთადერთი, ფასებზე გავლენის კუთხით. შესაბამისად, ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და აუცილებლობის შემთხვევაში, მზად ვართ, მონეტარული პოლიტიკა დამატებით გავამკაცროთ.

თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ფასების ზრდა ერთჯერადი ფაქტორებით არის გამოწვეული. ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომ ფასების ეს ზრდა არ გადაიზარდოს ციკლურ ინფლაციაში. შესაბამისად, ჩვენი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაც ამას ემსახურება“, – აცხადებს არჩილ მესტვირიშვილი.