ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა ერთი წელი შეუნარჩუნდება
ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა ერთი წელი შეუნარჩუნდება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა ერთი წელი შეუნარჩუნდება. როგორც ჟურნალისტებს ჩუბინიძემ განუცხადა, ერთი წლის შემდეგ მარგველაშვილისთვის დაცვის შენარჩუნება საჭიროების მიხედვით მოხდება.

„თუ იქნება საფრთხეები არა მხოლოდ სიცოცხლის, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მას დაცვა აუცილებლად შეუნარჩუნდება. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, ამ შემთხვევაში ექვსი თვე უკვე გასულია. თუ ექვსი თვის შემდეგ ბატონი გიორგი რაიმე რისკთან დაკავშირებული არ იქნება, მას დაცვით უზრუნველყოფა შეუწყდება”, – განაცხადა ჩუბინიძემ.

ანზორ ჩუბინიძემ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონში მომზადებული ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით წარადგინა. ცვლილებებით, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ დაცვა აღარ ეყოლებათ, თუმცა დაცვა შეიძლება დაენიშნოთ მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე.

ანზორ ჩუბინიძემ ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით წარადგინა. ცვლილებებით, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ დაცვა აღარ ეყოლებათ, თუმცა დაცვა შეიძლება დაენიშნოთ მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე.

 

დატოვე კომენტარი