ანტონიო რიუდიგერმა გერმანიის ნაკრები დატოვა #1TVSPORT

18:18, 01.09.2026

მადრიდის „რეალის“ ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რიუდიგერმა გერმანიის ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

33 წლის ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

რიუდიგერი გერმანიის ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობდა. ეროვნულ გუნდში მან 86 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. 2017 წელს ნაკრებთან ერთად კონფედერაციის თასი მოიგო.

მსგავსი