ანტონიო კასანო - „ინტერმა“ კონტე უნდა დაითხოვოს #1TVSPORT
ანტონიო კასანო - „ინტერმა“ კონტე უნდა დაითხოვოს #1TVSPORT

იტალიის ნაკრების, „მილანის“, „რეალის“, „რომასა“ და „ინტერის“ ყოფილმა ფორვარდმა, ანტონიო კასანომ ანტონიო კონტე გააკრიტიკა.

„დიახ, ამ სეზონში „ინტერი“ სკუდეტოს მოიგებს, მაგრამ კონტე ვერასდროს მოახერხებს, რომ დიდი ჩემპიონებისგან შემდგარი გუნდი ჩამოაყალიბოს, რომელიც ისტორიაში შევა,  – მიაჩნია ანტონიო კონტეს. – შესაბამისად, „ინტერის“ ხელმძღვალების ადგილზე რომ ვიყო, მასთან კონტრაქტს არ გავახანგრძლივებდი. 

ხალხს ჰგონია, რომ კონტე 3-5-2 სქემით თამაშობს, მაგრამ ეს ასე არ არის. 3-5-2 სქემით ლუი ვან გაალის აიაქსი ასპარეზობდა, მაგრამ კონტეს გუნდში ყველა ბურთის ხაზზე თამაშობს, ის ავტობუსის მძღოლს ჰგავს. „ინტერს“ უბრალოდ გაუმართლა, რომ ამ სეზონში ძლიერი კონკურენცია ვერ გაუწიეს. თუ „ინტერის“ პრეზიდენტს მხოლოდ სერია ა არ აინტერესებს, გუნდს კონტე უნდა მოაშოროს“.

ფეხბურთელის კარიერა ანტონიო კონტემ 2017 წელს დაასრულა. ცნობილია, რომ ვეტერანი მოთამაშე საფეხბურთო მენეჯმენტს სწავლობს და ოცნებობს, რომ რომელიმე მნიშვნელოვანი კლუბის სპორტული დირექტორი გახდეს.

იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს „ინტერი“ ლიდერობს. თუმცა, კონტეს შეგირდები ჩემპიონთა ლიგას ჯგუფურ ეტაპზევე გამოეთიშნენ და იტალიის თასის გათამაშებაშიც წარუმატებლად იასპარეზეს.