ანსუ ფატის მუხლზე განმეორებითი ოპერაცია ელოდება #1TVSPORT
ანსუ ფატის მუხლზე განმეორებითი ოპერაცია ელოდება #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდს ანსუ ფატის მუხლზე განმეორებითი ოპერაცია ელის, – წერს ესპანური პრესა.

წყაროს ცნობით, კლუბში უკმაყოფილონი არიან პირველი ქირურგიული ჩარევის შემდეგ 18 წლის ესპანელი ფეხბურთელის აღდგენის ტემპითა და ვადებით. გამოკვლევის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება – მაისის შუაში ჩატარდეს განმეორებითი ოპერაცია. ასე რომ, ფორვარდი ვერ დაბრუნდება მიმდინარე სეზონში და ასევე გამოტოვებს ევროპის ჩემპიონატს.

ფატიმ ტრავმა გასული წლის ნოემბერში, ესპანეთის ჩემპიონატის მატჩის დროს მიიღო. ამ სეზონში მან შვიდ მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება და ოთხი გოლი გაიტანა.