ანრი ოხანაშვილი - ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის მიერ ისტორიის ინტერპრეტირება სრულიად მიუღებელია
ანრი ოხანაშვილი - ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის მიერ ისტორიის ინტერპრეტირება სრულიად მიუღებელია

ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის მიერ ისტორიის ინტერპრეტირება სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

​„ისტორიის გაყალბება არის კონკრეტული უპასუხისმგებლო პირების მხრიდან განცხადებული პოზიციები. რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მოახდინა ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია. ლოგიკურია, მათ ხელს არ შეუშლის ისტორიის მათეული ინტერპრეტაცია, რაც არის სრულიად მიუღებელი. მათ არათუ ისტორია არ იციან, არადიპლომატიურ, არაადეკვატურ განცხადებებს ავრცელებენ.

საქართველოს საზღვრები არის საყოველთაოდ აღიარებული და ეს საკითხი ჩვენთვის რამე დამატებითი პრობლემა არ არის, იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ჩვენთვის ქმნიდეს პრობლემას საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებით. უნდა ვიყოთ ყველანი ფხიზლად და ვამხილოთ ისინი, ვინც ისტორიის გაყალბებას ეცდება, რათა კიდევ ერთხელ მკაცრად დავგმოთ და სათანადო პასუხი ჰქონდეს ჩვენი მხრიდან ასეთ განცხადებებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში – ეს იგივეა, რაც გენოციდი“.