„ანორთოსისის“ სპიკერი - კაჭარავას დახმარება გვსურს, მისი გაშვება არ იგეგმება #1TVSPORT
„ანორთოსისის“ სპიკერი - კაჭარავას დახმარება გვსურს, მისი გაშვება არ იგეგმება #1TVSPORT

ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ვენის „რაპიდთან“ შეხვედრის განაცხადში „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ რვა ახალი მოთამაშე შეიყვანა, მათ შორის – ნიკა კაჭარავა, რომელიც პოზნანისლეხიდან“ იჯარის ვადის გასვლის შემდეგ დაბრუნდა.

ნიკა დეკემბერში პოლონურ გუნდში თამაშის დროს, ლისაბონის „ბენფიკასთან“ ევროპალიგის შეხვედრისას დაშავდა – რეაბილიტაცია მაისში დაასრულა და „ანორთოსისში“ დაბრუნდა, მაგრამ დღემდე ფამაგუსტელების შემადგენლობაში არ გამოჩენილა.

ხომ არაა მოსალოდნელი, რომ ქართველი თავდამსხმელი გუნდს დატოვებს? „ანორთოსისის“ სპიკერმა, დიმიტრის კრისტოფერუმ განმარტა, რომ თავის გამოჩენის შანსი ყველა მოთამაშეს მიეცემა.

„ამ დროისთვის ყველა ფეხბურთელი გუნდშია და არავის გაშვება არ იგეგმება. მაგალითად, კაჭარავა იჯარის და უმძიმესი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა. მას მიეცემა დრო, რომ იმუშაოს და ფორმის აღდგენა სცადოს. ჩვენ მისი დახმარება გვსურს. სხვაგვარად არ გამოვა“, – განაცხადა „ანორთოსისის“ სპიკერმა.