„ანორთოსისის“ მატჩი გადაიდო - ქეცბაიას გუნდს კონფერენს ლიგისთვის დაასვენებენ #1TVSPORT
„ანორთოსისის“ მატჩი გადაიდო - ქეცბაიას გუნდს კონფერენს ლიგისთვის დაასვენებენ #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ კვიპროსის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა პაეკ-თან გადაუდეს – ინფორმაციას „ანორთოსისის“ პრესსამსახური აქვეყნებს.

თამაში ორივე გუნდის ერთობლივი მოთხოვნით გადაიდო, რადგან მეტოქემ „ანორთოსისის“ ევროსარბიელზე გამოსვლა გაითვალისწინა და ფამაგუსტელებს ბერ შევას „ჰაპოელთან“ შეხვედრებში წარმატებები უსურვა.

„გაცნობებთ, რომ პაეკ-თან შეთანხმებით, ჩვენ წარვადგინეთ ერთობლივი მოთხოვნა ჩემპიონატის პირველ ტურში ჩვენი მატჩის გადადების შესახებ. პაეკ-მა წარმატებები გვისურვა“, – ნათქვამია „ანორთოსისის“ განცხადებაში.

ევროპის ლიგაზე ვენის „რაპიდთან“ წაგების მიუხედავად, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმაკვიპროსელებისგან მადლიერება დაიმსახურა, რადგან განახლებულმა და კორონოვირუსით დაზარალებულმა კლუბმა მოახერხა და განმეორებითი შეხვედრა მაინც მოიგო.

ქართველი სპეციალისტის გუნდი კონფერენს ლიგაზე ისრაელის წარმომადგენელს, ბეერ-შევას „ჰაპოელს“ 19 და 26 აგვისტოს დაუპირისპირდება.

კვიპროსის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა „ანორთოსისსა“ და პაეკ-ს შორის კი 22 აგვისტოს იყო დაგეგმილი, რაც თემურ ქეცბაიას გუნდს განმეორებითი მატჩისთვის კარგად მომზადებაში პრობლემებს შეუქმნიდა.