ანდრიუს კუბილიუსი - პარლამენტის ბოიკოტი ოპოზიციის მხრიდან მოვლენების სამწუხარო განვითარებაა, თუმცა ამას ველოდით
ანდრიუს კუბილიუსი - პარლამენტის ბოიკოტი ოპოზიციის მხრიდან მოვლენების სამწუხარო განვითარებაა, თუმცა ამას ველოდით

ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ პარლამენტის ბოიკოტი ოპოზიციის მხრიდან მოვლენების სამწუხარო განვითარებაა.

ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა. ის იმედოვნებს, რომ დიალოგი გაგრძელდება.

„პარლამენტის ბოიკოტი ოპოზიციის მხრიდან მოვლენების სამწუხარო განვითარებაა, თუმცა ამას ველოდით. იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება. იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გაიაზრებენ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალის წინაშე, რადგან ქვეყანა ახლა მნიშვნელოვან ეტაპზეა. ერთი მხრივ, არის გამოწვევები კავკასიაში – სომხეთი, მთიანი ყარაბაღი. მეორე მხრივაა, რუსეთი, რომელიც ამ რეგიონშია წარმოდგენილი. ეს ყველაფერი მოითხოვს საქართველოსგან იმის ჩვენებას, რომ ის სხვანაირია. ამავე დროს, დასავლეთიდან ისმის განცხადებები, რომლებშიც საუბარია იმ ნაბიჯებზე, რომელიც შეიძლება, გადაიდგას საქართველოს უფრო მეტი ინტეგრაცისკენ ნატო-სთან და ევროკავშირთან. ძალიან ცუდი იქნება, თუ საქართველო ამ შესაძლებლობას ჩააგდებს, რადგან არ ეყოლება ქმედითი პარლამენტი. სწორედ ამიტომ ვართ შეშფოთებული“, – განაცხადა კუბილიუსმა.