ანდრიუს კუბილიუსი - მნიშვნელოვანი განვითარება საქართველოში - პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა ორი ოპოზიციონერი ლიდერი, ვულოცავ პრეზიდენტს
ანდრიუს კუბილიუსი - მნიშვნელოვანი განვითარება საქართველოში - პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა ორი ოპოზიციონერი ლიდერი, ვულოცავ პრეზიდენტს

მნიშვნელოვანი განვითარება საქართველოში – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა ორი ოპოზიციონერი ლიდერი, ვულოცავ პრეზიდენტს, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა „ტვიტერში“ დაწერა.

„მნიშვნელოვანი განვითარება საქართველოში – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა ორი ოპოზიციონერი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ვულოცავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“, – წერს ანდრიუს კუბილიუსი.