ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ რუსეთის იერიშის შედეგად დაზიანდა დნეპრის ზეთის ქარხანა, რომელიც ამერიკულ კომპანია Bunge-ს ეკუთვნოდა
ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ რუსეთის იერიშის შედეგად დაზიანდა დნეპრის ზეთის ქარხანა, რომელიც ამერიკულ კომპანია Bunge-ს ეკუთვნოდა

რუსეთის იერიშის შედეგად დაზიანდა დნეპრის მზესუმზირის ზეთის წარმოების ქარხანა, რომელიც ცნობილ ამერიკულ კომპანიას, Bunge-ს ეკუთვნოდა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

სიბიგამ აღნიშნა, რომ ეს მიზანმიმართული იერიში იყო, რადგან რუსეთმა არაერთხელ სცადა ამ ობიექტზე თავდასხმა.

„რუსეთი სისტემატურად ესხმის თავს ამერიკულ ბიზნესებს უკრაინაში. გასულ წელს რუსეთის დარტყმებმა დააზიანა კიევში Boeing-ის ოფისები და სხვა ობიექტები. პუტინის თავდასხმები ამერიკულ ბიზნესებსა და ამერიკულ ინტერესებზე უკრაინაში აჩვენებს რუსეთის მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით სამშვიდობო ძალისხმევის სრულ უგულებელყოფას. სწორედ ამიტომ არის ასე სასწრაფო სამშვიდობო პროცესის წინსვლა და უკრაინა მზადაა, წინ წაიწიოს, ასევე გააძლიეროს უკრაინის საჰაერო თავდაცვა და გაზარდოს სანქციების მხრივ ზეწოლა. უკრაინის მშვიდობისკენ გადადგმულ კონსტრუქციულ ნაბიჯებზე მოსკოვის უარს შესაბამისი ფასი უნდა ჰქონდეს და კრემლმა უნდა იგრძნოს, რომ ეს ფასი სერიოზულია“, – აღნიშნა სიბიგამ.