ანდრე-პიერ ჟინიაკი მექსიკის მოქალაქე ხდება
ანდრე-პიერ ჟინიაკი მექსიკის მოქალაქე ხდება

მექსიკური ტიგრესის ფრანგი ფორვარდი ანდრე-პიერ ჟინიაკი აცხადებს, რომ მექსიკაში დარჩენასა და ამ ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას აპირებს. ტულუზასა და მარსელის ყოფილი ფორვარდი მექსიკურ გუნდში 2014 წლიდან თამაშობს.

„ცოტა ხნის წინ ნატურალიზაციის გამოცდა გავიარე. იყო ზოგადი კითხვები ქვეყნის კულტურასა და ისტორიაზე“, – მოჰყავს ჟინიაკის სიტყვები ფრანგულ გაზეთ ეკიპს. – „მე და ჩემს მეუღლეს გვინდა, რომ მექსიკელები გავხდეთ. ჩვენი ორი შვილი მონტერეიში დაიბადა და მათ უკვე აქვთ აქაური მოქალქეობა.
აქ უკვე ოთხი წელია ვცხოვრობთ და კიდევ დიდ ხანს ვაპირებთ დარჩენას. ამიტომაც გვინდა ორმაგი მოქალაქეობის მიღება“.

33 წლის ჟინიაკს ტიგრესის რიგებში 148 მატჩში 89 გოლი აქვს გატანილი. მან საფრანგეთის ნაკრებში 36 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტაგა.