ანაკლიის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს სამი ახალი წევრი ჰყავს
ანაკლიის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს სამი ახალი წევრი ჰყავს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა კორპორაციული ფორმალობების დასაკმაყოფილებლად სამეთვალყურეო საბჭოს სამი ახალი წევრი დანიშნა: მაიკლ ქაუგილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პრეზიდენტი და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი საქართველოში; თედ ჯონასი, საერთაშორისო იურიდიული ფირმა “დენტონის” მთავარი მრჩეველი და ჟან-პატრიკ ვუაზა, Concorde Capital–ის პრეზიდენტი.

კონსორციუმის ცნობით, მაიკლ ქაუგილი საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

როგორც ცნობილია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გავიდნენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოდან.

კონსოცრიუმში აცხადებენ, რომ ახალი საბჭოს წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ანაკლიის პორტის ყველა სტრატეგიულ საკითხში.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის აზრით, საბჭოს ახლად დანიშნული წევრები თავიანთი გამოცდილებითა და ცოდნით დიდ წვლილს შეიტანენ ანაკლიის პორტის პროექტის შემდგომ განვითარებაში.