ანაკლიის განვითარების კონსორციუმი - ტრანზაქცია, რომლითაც „კონტი ჯგუფი“ უნდა გასულიყო პროექტიდან, არ განხორციელდა, შესაბამისად იგი რჩება აქციონერად
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი - ტრანზაქცია, რომლითაც „კონტი ჯგუფი“ უნდა გასულიყო პროექტიდან, არ განხორციელდა, შესაბამისად იგი რჩება აქციონერად

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დამატებით განმარტებას აკეთებს დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც ეხება Conti International-ის მონაწილეობას პროექტში.

„კონსორციუმი კვლავ ადასტურებს მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტრანზაქცია, რომლითაც „კონტი ჯგუფი“ უნდა გასულიყო პროექტიდან, არ განხორციელდა, შესაბამისად იგი რჩება აქციონერად.

იმის და მიუხედავად, რომ Conti International იტოვებს პროექტიდან გასვლის სურვილს, მსგავსი ტრანზაქცია უახლოეს მომავალში არ იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ „კონტი ჯგუფი“ კვლავაც მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და აცხადებს, რომ სჯერა მისი წარმატების“, – აღნიშნულია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციაში.

„კონტი ჯგუფმა“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ანაკლიის კონსორციუმიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება არ შეუცვლია. კომპანიამ ამ განცხადებით უპასუხა დღეს ანაკლიის კონსორციუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად რჩებოდა. ანაკლიის პორტის პროექტის ერთ-ერთი აქციონერის, ამერიკული „კონტი ჯგუფის“ ანაკლიის პორტის პროექტიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა ცნობილი.

დატოვე კომენტარი