ანა ქასრაშვილი საერთაშორისო კონკურსის World Soundtrack Awards-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა
ანა ქასრაშვილი საერთაშორისო კონკურსის World Soundtrack Awards-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა

ქართველი კომპოზიტორი ანა ქასრაშვილი საერთაშორისო კონკურსის World Soundtrack Awards-ის „ახალგაზრდა კომპოზიტორების მეირ შექმნილი საუკეთესო, ორიგინალური საუნდტრეკის“ ნომინაციაში გამარჯვებული გახდა.

კონკურსის დაჯილდოება 24 ოქტომბერს ბელგიაში გაიმართა.

World Soundtrack Awards საერთაშორისო მუსიკალური ჯილდოა, რომელიც 2001 წელს ფილმის საუნდტრეკებისა და მათი კომპოზიტორების დასაფასებლად შეიქმნა. წელს ეს კონკურსი უკვე მეოცედ ჩატარდა.