ანა ფოტიგა – მოხარული ვარ თბილისში ყოფნით, რუსული აგრესიის დამარცხების გზების განსახილველად
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისშია. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ფოტიგა აცხადებს, რომ თბილისში რუსული აგრესიის დამარცხების გზების განსახილველად იმყოფება.
„მოხარული ვარ თბილისში ყოფნით, რუსული აგრესიის დამარცხების გზების განსახილველად. უკრაინის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის“, – წერს ანა ფოტიგა.
ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოველ ვიზიტს იწყებს პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, საქართველოს დიდი მეგობრის, ლეხ კაჩინსკისთვის პატივის მიგებით, რომელსაც ძალიან კარგად ესმოდა რუსული საფრთხეები.
მოხარული ვარ თბილისში ყოფნით,რუსული აგრესიის დამარცხების გზების განსახილველად. უკრაინის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ 🇺🇦, არამედ🇵🇱,🇬🇪 და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. pic.twitter.com/VSGMkUqEmh
— Anna Fotyga Biuro Poselskie (@AnnaFotyga_PE) September 3, 2022
საქართველოში ყოველ ვიზიტს ვიწყებ პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, საქართველოს დიდი მეგობრის პატივის მიგებით, რომელსაც ძალიან კარგად ესმოდა რუსული საფრთხეები. pic.twitter.com/bwNJEFD5PC
— Anna Fotyga Biuro Poselskie (@AnnaFotyga_PE) September 3, 2022