ამერიკული გამოცემა ბითაძეზე - მას დიდი დრო არ ეძლევა, მაგრამ თითოეულ შესაძლებლობას მაქსიმალურად იყენებს #1TVSPORT
ამერიკული გამოცემა ბითაძეზე - მას დიდი დრო არ ეძლევა, მაგრამ თითოეულ შესაძლებლობას მაქსიმალურად იყენებს #1TVSPORT

გოგა ბითაძემ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი წარმატებული შეხვედრა გამართა. „ინდიანა პეეისერსი“ „დალას მავერიქსს“ ესტუმრა და კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი კალათბურთელი ამ მატჩშიც კარგად გამოიყურებოდა და ყოველდღე ამტკიცებს, რომ უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.

ბითაძე ბოლო დროს დაცვაშიც და შეტევაშიც ეფექტურად გამოიყურება, აგროვებს ქულებს, მოხსნებს, დაფარებებს, მოწინააღმდეგეს მაქსიმალურად უშლის ხელს შეტევაში და აყენებს ისეთ ბლოკებს, რომლის საშუალებითაც მისი თანაგუნდელები მარტივად უტევენ.

8points9seconds „ინდიანა პეისერსის“ მორიგ წარმატებულ შეხვედრას გამოეხმაურა და გუნდის თითოეული წევრი შეაქო.

„როტაციის თითოეულმა წევრმა თავისი როლი საკმაოდ კარგად შეასრულა“.

გამოცემა „პეისერსის“ მოთამაშეებზე საუბრობს და გოგა ბითაძეზეც ამახვილებს დიდ ყურადღებას.

„სკამის კიდევ ერთი ნათელი წერტილი ბოლო დროს არის გოგა ბითაძე, რომელმაც ბოლო შეხვედრაშიც გაამართლა. ბითაძეს თავისი სათამაშო წუთების გამომუშავება ნამდვილად მოუწია, მას დიდი დრო არ ეძლევა, მაგრამ თითოეულ შესაძლებლობას მაქსიმალურად იყენებს. ის ძლიერი იყო მეტოქის ფარზე და შეხვედრა 6 ქულით, 6 მოხსნითა და 3 დაფარებით დაასრულა,“ – ამბობს 8points9seconds ქართველ ახალგაზრდა ცენტრზე.

„ინდიანას“ შემდეგი შეხვედრა 30 მარტს, „ვაშინგტონის“ წინააღმდეგ აქვს.