ამერიკელი ჟურნალისტის მტკიცებით, ლუკ ვოლტონს ლეიკერსის რამდენიმე კალათბურთელთან ინციდენტი მოუვიდა
ამერიკელი ჟურნალისტის მტკიცებით, ლუკ ვოლტონს ლეიკერსის რამდენიმე კალათბურთელთან ინციდენტი მოუვიდა

ი-ეს-პი-ენის (ESPN) ჟურნალისტი რამონა შელბურნი და ლოს-ანჯელეს თაიმსის კორესპონდენტი ტანია განგული ამტკიცებენ, რომ გოლდენ სტეიტთან რეგულარულის ბოლო ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ლეიკერსის მთავარ მწვრთნელ ლუკ ვოლტონს რამდენიმე კალათბურთელთან ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდა.

ჟურნალისტების თქმით, ყველაფერი ვოლტონსა და ვეტერან მაიკლ ბისლის შორის დაიწყო, რაც ფაქტობრივად ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ბისლის ლენს სტივენსონი და ჯაველ მაკგი გამოექომაგნენ. ლოსანჯელესური გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფება და საქმე საკმაოდ რთულად აქვს.