ამერიკაში ჰოკეის რანგით მეორე ლიგამ სეზონი დაასრულა

20:36, 11.05.2020

ამერიკის ჰოკეის ლიგამ (AHL) ვადაზე ადრე დაასრულა მიმდინარე სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო.

ამგვარ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა მმართველი საბჭოს წევრების უმრავლესობამ, – იტყობინება ლიგის ოფიციალური ვებგვერდი.

„სიტუაციაზე დაკვირვებისას, ამერიკის ჰოკეის ლიგამ განსაზღვრა, რომ 2019-20 წლების სეზონის განახლება და დასრულება შეუძლებელი იქნებოდა არსებული მდგომარეობის გამო. ლიგა გადავიდა 2020-21 წლების სეზონისთვის მზადებაზე“, – განაცხადა ლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა.

რეგულარული ჩემპიონატი 12 მარტიდან იყო შეწყვეტილი.

მსგავსი