ალფონსო დევისი გაერთიანებული ერების ელჩი გახდა #1TVSPORT
ალფონსო დევისი გაერთიანებული ერების ელჩი გახდა #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი ალფონსო დევისი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც გაერთიანებული ერების კეთილი ნების ელჩად დანიშნეს დევნილთა საქმეებში. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერეს.

20 წლის ფეხბურთელმა, რომელიც კანადაში ემიგრაციამდე განაში ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდა, განაცხადა, რომ საკუთარმა გამოცდილებამ აიძულა ებრძოლა დევნილთა უფლებებისთვის.

„დევნილებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ იმისთვის, რომ გადარჩნენ, აგრეთვე ხელი მიუწვდებოდეთ განათლებასა და სპორტზე, რომ შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება“, – განაცხადა დევისმა.

გასულ თვეში დევისმა შეძლო კანადის მთავრობასთან ერთად წამოეწყო კამპანია, რომლის მიზანია დევნილებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა.