ალექსანდრე ხვთისიაშვილი - ეკონომიკური ატაშეები თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე გადავიყვანეთ
ალექსანდრე ხვთისიაშვილი - ეკონომიკური ატაშეები თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე გადავიყვანეთ

ეკონომიკური ატაშეების დანიშვნის პროცესი კვლავ გრძელდება, ჩვენ ისინი თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე გადავიყვანეთ,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ატაშეები ეკონომიკური დესპანები იქნებიან.

„ისენი ატაშეები აღარ იქნებიან, ეკონომიკური დესპანები იქნებიან. მოადგილის დონემდე ავწევთ, რადგან ვთვლით, რომ გაცილებით მაღალი დონე უფრო მეტი შედეგების მომტანი იქნება. იმედი მაქვს, მომავალი წლის დასაწყისიდან ეს პროცესი დაიძვრება. არის ქვეყნები, რომელშიც ეკონომიკური დესპანები წარგზავნილი უნდა იყვნენ. ისინი დაფარავენ არა მარტო ერთ, არამედ რეგიონში რამდენიმე ქვეყანას. ეკონომიკური დესპანები საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული ადამიანები იქნებიან, მაგრამ როგორც ეკონომიკის, ასევე სხვა დანარჩენ სამინისტროებთან და მთავრობის წევრებთან ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლებენ”,-განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.