ალექპეროვის უარყოფითი კომენტარი ცხადაძის შესახებ - ის ჩვენს პრესაში მოურინიოს დონემდე აიყვანეს #1TVSPORT
ალექპეროვის უარყოფითი კომენტარი ცხადაძის შესახებ - ის ჩვენს პრესაში მოურინიოს დონემდე აიყვანეს #1TVSPORT

მიუხედავად ბაქოს „ნეფთჩისთან“ „დინამო თბილისის“ წაგებისა, მედიისა და სპეციალისტების აზრით, „დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ორივე შეხვედრაში კოლეგა სამი აბასოვი ტაქტიკურად დაჩაგრა.

სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ გამოდგა – საქართველოს ჩემპიონმა ბაქოს „ნეფთჩისთან“ არაერთი საგოლე მომენტით ვერ ისარგებლა და თამაში სუსტი შემადგენლობის გამო წააგო. მაგრამ ბაქოს „ნეფტჩისა” და აზერბაიჯანის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა სამირ ალექპეროვმააზერისპორტთან“ ინტერვიუში საპირისპიროს დამტკიცება სცადა.

„მომეწონა თუ არა „ნეფტჩი“ ჩემპიონთა ლიგაზე? ყველაზე მეტად ის მომეწონა, როგორ აჯობა მწვრთნელმა სამირ აბასოვმა კახა ცხადაძეს, რომელსაც ჩვენს პრესაში ასე აქებენ, თითქმის მოურინიოს დონემდე აიყვანეს“, – განაცხადა სამირ ალექპეროვმა.

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე აზერბაიჯანში წლების განმავლობაში მუშაობდა და მის საქმიანობას სპეციალისტები დადებითად აფასებდნენ. თუმცა იყო მედიის და მწვრთნელების ნაწილი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ უცხოელები და მათ შორის ცხადაძე, ადგილობრივ მწვრთნელებს სამოშაო ადგილს ართმევდნენ.