კახა ცხადაძე - დღეს „დინამო“ ამ დონეზე სათამაშოდ მზად არ არის #1TVSPORT
კახა ცხადაძე - დღეს „დინამო“ ამ დონეზე სათამაშოდ მზად არ არის #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ისრაელში კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ჰაიფას „მაკაბისთან“ წაგებული (1:5) შეხვედრა შეაფასა.

„არ ვიცი, ჩვენი თამაშის როგორ შევაფასო და რა ვთქვა. უპირველესად, მსურს ჩვენს გულშემატკივარს მოვუბოდიშო. გამაკვირვა თუ არა მეტოქის თამაშმა? პირველ ტაიმში ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. სამაგიეროდ, ჩვენივე შეცდომების გამო გავუშვით გოლები, მეორე ტაიმში კი რაც მოხდა ყველამ ნახეთ“, – განაცხადა კახა ცხადაძემ,

თბილისური კლუბის მთავარი მწვრთნელის თქმით, მისი გუნდი ამ დონეზე სათამაშოდ მზად არაა:

„დღეს მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გუნდი ამ დონეზე სათამაშოდ დღეს მზად არ არის. ახლა ძნელია ყველაფრის ანალიზი, მაგრამ ფაქტი ერთია – გუნდი მეორე ტაიმში დაიშალა“.