ალდერვეირელდი „ტოტენჰემიდან“„ალ-დუჰაილში“ გადავიდა #1TVSPORT

22:17, 27.07.2021

ბელგიის ნაკრებისა და „ტოტენჰემის“ მცველი ტობი ალდერვეირელდი კარიერას „ალ-დუჰაილში“ გააგრძელებს. 32 წლის ფეხბურთელმა თავის ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პრესის მონაცემებით, ალდერვეირელდის ტრანსფერი 15.2 მილიონ ფუნტად არის შეფასებული.

ბელგიელი „ტოტენჰემში“ 2015 წელს „ატლეტიკოდან“ გადავიდა. მას შემდეგ, მან ლონდონურ კლუბში 236 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.

მსგავსი