„ალ-ნასრი“ ზიდანს 120 მილიონ ევროს სთავაზობს #1TVSPORT
„ალ-ნასრი“ ზიდანს 120 მილიონ ევროს სთავაზობს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, შესაძლოა, „ალ-ნასრი“ ჩაიბაროს, – ამის შესახებ ესპანური გაზეთი Marca წერს საუდის არაბეთის პრესაზე დაყრდნობით.

აღნიშნავენ, რომ კლუბი, რომლის შემადგენლობაშიც თამაშობს კრიშტიანო რონალდო, მზად არის, ფრანგ სპეციალისტს ორი სეზონის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ჯერჯერობით ზიდანის გარემოცვას არ ჰქონია რეაგირება ამ წინადადებაზე.

შეგახსენებთ, რომ „ალ-ნასრმა“ 13 აპრილს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა რუდი გარსია და დროებით გუნდს ხელმძღვანელობს დინკო ილიჩიჩი, რომელიც „ალ-ნასრის“ ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა.