„ალ-ნასრი“ კრიშტიანო რონალდოს 15 წლის ვაჟის პირველ გუნდში გადაყვანას აპირებს #1TVSPORT
საუდის არაბეთის „ალ-ნასრმა“, შესაძლოა, კრიშტიანო რონალდო-უმცროსი მომდევნო სეზონში პირველ გუნდში სავარჯიშოდ გადაიყვანოს. როგორც იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, „ალ-ნასრში“ ყურადღებით აკვირდებიან ფეხბურთელის განვითარებას, რომელიც ივნისში 16 წლის გახდება.
კრიშტიანო რონალდოს ვაჟის ძირითად შემადგენლობაში გადაყვანა ახალგაზრდა მოთამაშის განვითარების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება.
უფროსმა რონალდომ ამ სეზონში საუდის არაბეთის ჩემპიონატში 25 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.