„ალ-ნასრი“ ჰარი კეინს წინადადებით მიმართავს – 226 მილიონი სამ წელიწადში #1TVSPORT

18:11, 07.10.2025

საუდის არაბეთის „ალ-ნასრი“, რომლის რიგებშიც კრიშტიანო რონალდო თამაშობს, უმსხვილეს შეთავაზებას ამზადებს „ბაიერნის“ ფორვარდისთვის ჰარი კეინისთვის, – წერს გერმანული გაზეთი Bild.

„ალ-ნასრი“ მზად არის ინგლისელ ფორვარდს სამწლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 226 მილიონი ევრო გადაუხადოს.

მიმდინარე სეზონში ჰარი კეინმა 10 ოფიციალურ მატჩში 18 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი