ახალი ზელანდია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მეხუთე მონაწილეა #1TVSPORT
ახალი ზელანდია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მეხუთე მონაწილეა #1TVSPORT

ახალი ზელანდია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის რიგით მეხუთე ფინალისტი გახდა. ზელანდიელებმა ოკეანეთის შესარჩევი ტურნირის ფინალში 3:0 გაანადგურეს ახალი კალედონია და ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

კუნძულელები თავის ისტორიაში მესამედ ითამაშებენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. 1982 წელს ზელანდიის ნაკრებმა ჯგუფში სამივე შეხვედრა წააგო (ბურთების შეფარდება – 2:12), 2010 წელს ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი ფრედ დაასრულა, იტალიის ნაკრებს გაასწრო, მაგრამ ჯგუფიდან მაინც ვერ გავიდა.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს სამი მასპინძელი ეყოლება. შესაბამისად, აშშ-ს, კანადასა და მექსიკას გარანტირებული აქვთ ფინალური საგზური. რამდენიმე დღის წინ აზიის ზონიდან გაინაღდა ტურნირზე თამაში იაპონიამ, რომელიც ზედიზედ მერვედ მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ახლა კი მეხუთე მონაწილე გახდა ახალი ზელანდია.