ახალი სეზონისთვის „დინამო თბილისი“ თურქეთში მოემზადება - გუნდში ახალწვეულებს კიდევ ელიან #1TVSPORT
ახალი სეზონისთვის „დინამო თბილისი“ თურქეთში მოემზადება - გუნდში ახალწვეულებს კიდევ ელიან #1TVSPORT

ზამთრის პაუზის შემდეგ „დინამო თბილისის“ წევრები დიღმის ბაზაზე შეიკრიბნენ და გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში ჩართულნი იყვნენ თბილისური კლუბის ახალწვეულები: დავით კერესელიძე, სტანისლავ ბილენკი, დმიტრი ანტილევსკი და გოდფრი სტეფენ ბიტოკი​. უახლოეს დღეებში კი თანაგუნდელებს სხვა ლეგიონერებიც შეუერთდებიან.

„დინამო თბილისის“ პრესსამსახურის ცნობით, გუნდი 21 იანვრის ჩათვლით მზადებას თბილისში განაგრძობს. 22 იანვრიდან კი, კახა ცხადაძის გუნდი შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება. ანტალიაში დაგეგმილი ამხანაგური მატჩების შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

2022 წლის პირველ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა 20-მა ფეხბურთელმა მიიღო:

მეკარეები: დავით კერესელიძე, პაპუნა ბერუაშვილი, ლუკა კუტალაძე

მცველები: გიორგი მაისურაძე, საიმონ ბენიო, ირაკლი იაკობიძე, საბა ხვადაგიანი, ალექსანდრე კალანდაძე, თორნიკე ჯანგიძე, სტეფენ ბიტოკი, ლევან ხარაბაძე.

ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე, დმიტრი ანტილევსკი, გიორგი მოისწრაფიშვილი, თორნიკე მორჩილაძე.

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე, სტანისლავ ბილენკი, ჯადული იობაშვილი.