კახა ცხადაძეს ბელარუსი სპეციალისტები დაეხმარებიან #1TVSPORT
კახა ცხადაძეს ბელარუსი სპეციალისტები დაეხმარებიან #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ სამწვრთნელო სტაფს მეკარეების ბელარუსი მწვრთნელი ევგენი ტაიკევიჩი შეუერთდა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

მასთან ერთად თბილისურ კლუბში კიდევ ერთი ბელარუსი სპეციალისტი იმუშავებს, „დინამოს“ სამედიცინო შტაბს ექიმი რეაბილიტოლოგი ალექსანდრე ოდინცოვი შეემატა“, – ვკითხულობთ კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

ცნობილი გახდა, რომ ორივე მათგანი ბოლოს სოლიგორსკის „შახტიორში“ მუშაობდა. სადაც გენერალური დირექტორი თბილისელთა ამჟამინდელი სპორტული დირექტორი ალექსანდრე რეხვიშვილი იყო.

თბილისური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ბელარუს სპეციალისტებსა და „დინამო თბილისს“ შორის კონტრაქტი სამი წლის ვადით გაფორმდა.