ახალი კონტრაქტი პოგბას - „მანჩესტერი“ ფრანგს რეკორდულ თანხას სთავაზობს #1TVSPORT
ახალი კონტრაქტი პოგბას - „მანჩესტერი“ ფრანგს რეკორდულ თანხას სთავაზობს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი, პოლ პოგბა შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს, – ამის შესახებ The Express იუწყება.

„წითელი ეშმაკები“ მზად არიან 28 წლის ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზონ. საუბარია კვირაში 400 000 ფუნტზე. შეგახსენებთ, რომ ახლა პოლ პოგბას ხელფასი კვირაში 290 000 ფუნტს შეადგენს.

ფრანგი ფეხბურთელი ამ სეზონზე ძალიან კარგად გამოიყურება. პრემიერლიგაში ჩატარებულ 5 თამაშში მას 7 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და თავისი გუნდის წარმატებაში უდიდეს როლს თამაშობს.

მედიაში ასევე აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ პოგბას დამატება მადრიდის „რეალსა“ და „პარი სენ-ჟერმენსაც“ სურთ და შესაძლოა, მან გუნდი მომავალ ზაფხულში დატოვოს.