ახალ სეზონზე პრემიერლიგის კლუბებს სტადიონის შევსების უფლებას მისცემენ #1TVSPORT

13:35, 02.07.2021

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ნებას დართავს პრემიერლიგის კლუბებს – მომავალ სეზონზე სრულად შეავსონ სტადიონები, – წერს გაზეთი „გარდიანი“.

წყაროს ცნობით, შესაბამის გადაწყვეტილებას 19 ივლისს მიიღებენ. მთავრობა გეგმავს მოხსნას ყველა აუცილებელი შეზღუდვა ნიღბებთან და სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით.

პრემიერლიგაში ახალი სეზონი 13 აგვისტოს დაიწყება.

მსგავსი