„აიპლიუსი“ - კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ ინტერესებს და ამ ინტერესებისთვის ძარცვის მცდელობის შესაძლო „დადგმას“
„აიპლიუსი“ - კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ ინტერესებს და ამ ინტერესებისთვის ძარცვის მცდელობის შესაძლო „დადგმას“

კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ ინტერესებს და ამ ინტერესებისთვის ძარცვის მცდელობის შესაძლო „დადგმას“, – აღნიშნულია „აიპლიუსის“ საგანგებო განცხადებაში, რომელსაც კომპანია დღეს, პეკინის 11-ში მომხდარ ძარცვის მცდელობაზე ავრცელებს.

„სოციალურ ქსელში მასობრივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს, „აიპლიუსის“ მაღაზიის ძარცვის მცდელობის ფაქტი გარკვეულმა პოლიტიკურმა მხარემ პოლიტიკური ინტერესებისთვის „დადგა“.

„აიპლიუსი“ კატეგორიულად ემიჯნება, ნებისმიერ პოლიტიკურ ინტერესებს და ამ ინტერესებისთვის მსგავსი ძარცვის მცდელობის შესაძლო „დადგმას“.

სამეთალყურეო ჩანაწერების ნახვისას გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ძარცვის ფაქტში „მძარცველის“ ქცევა არაბუნებრივია, თუმცა გაურკვეველია, რატომ შეიძლება, შესაძლო ინსცენირების ადგილად „აიპლიუსი“ შერჩეულიყო.

ამასთან, იმედს გამოვთქვამთ, რომ „აიპლიუსი“ არ იქნება „გახვეული“ შესაძლო ხელოვნურ პროვოკაციებში.

მოვუწოდებთ შს სამინისტროს, ფაქტის გამოძიებისას, განიხილიოს ძარცვის ფაქტის პოლიტიკური ინტერესების მქონე მხარეების მიერ შესაძლო ინსცენირების ვერსიაც.

საზოგადოებას ვთხოვთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მომხდარი ფაქტის შეფასებისას. ჩვენ მომხდარით შოკირებულები ვართ და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ნუ ახდენთ „აიპლიუსის“ რომელიმე პოლიტიკურ მხარესთან გაიგივებას“, – აცხადებენ კომპანიაში.

პეკინის გამზირზე მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ მამაკაცი მძევლად ხელში ჩაგდებისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავა. მედიით დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაღაზიაზე თავდამსხმელი რუსთაველზე აქციაში მონაწილეობდა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდა.

დატოვე კომენტარი