„აიაქსი“ აუტსაიდერ „უტრეხტთანაც“ დამარცხდა – გიორგი მიქაუტაძე მხოლოდ დამატებულ დროში ათამაშეს #1TVSPORT
UTRECHT, NETHERLANDS - OCTOBER 22: (L-R) Benjamin Tahirovic of Ajax, coach Maurice Steijn of Ajax, Anton Gaaei of Ajax, Steven Bergwijn of Ajax disappointed because they have to wait on the field because a supporter threw a cup onto the field during the Dutch Eredivisie match between FC Utrecht v Ajax at the Stadium Galgenwaard on October 22, 2023 in Utrecht Netherlands (Photo by Rico Brouwer/Soccrates/Getty Images)
წარმატებული სანაკრებო თამაშების შემდეგ გიორგი მიქაუტაძე „აიაქსში“ დაბრუნდა, რომელიც ერთ-ერთ აუტსაიდერს, „უტრეხტს“ ესტუმრა და 3:4 დამარცხდა.
ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-9 ტურში „აიაქსის“ მწვრთნელმა, მორის სტეინმა ქართველი ფეხბურთელი კვლავ სათადარიგოთა სკამზე დასვა და თავის გამოჩენის შანსი, ფაქტობრივად, ამჯერადაც არ მისცა.
ამსტერდამელებმა თამაში წარუმატებლად დაიწყეს. მასპინძლები ფლამინგოს (44) და ვან დერ ჰოორნის (48) გოლებით მეორე ნახევრის დასაწყისში კომფორტული უპირატესობით, 2:0 დაწინაურდნენ. „აიაქსი“ ამის შემდეგ ათამაშდა და 17 წუთში ჰლინსონის დუბლითა (53, 55) და ბერგვაინის გამოყენებული პენალტით (65) წინ გავიდა, მაგრამ „უტრეხტმა“ სწრაფ კონტრშეტევაზე ანგარიში ისევ გაათანაბრა, ეს 71-ე წუთზე ტოორნსტრამ შეძლო.
67-ე წუთზე სტადიონის დიქტორმა გულშემატკივრები გააფრთხილა და მოუწოდა, მოედანზე არაფერი გადაეგდოთ. იმ მომენტში ანგარიში 2:3 იყო „აიაქსის“ სასარგებლოდ. ოთხი წუთიც არ გასულა, დიქტორი იძულებული გახდა, არბიტრის მოთხოვნით, გაემეორებინა თავისი მოწოდება. ამ დროს ანგარიში 3:3 იყო. საბოლოოდ, 88-ე წუთზე მსაჯებმა მაყურებლის მხრიდან აგრესიის გამო (მოედანზე სხვადასხვა საგნები ისროლეს) თამაში შეწყვიტეს.
საინტერესოა, რომ წელს „აიაქსის“ თამაში მესამედ შეჩერდა. 7 წუთში მატჩი განახლდა და „უტრეხტი“ 90+1-ე წუთზე ფრაულომ დააწინაურა. ბოთლების სროლა ფანებმა ისევ განაახლეს, რის გამოც კიდევ ერთხელ მოუწიათ შეჩერება. განახლების შემდეგ, დამატებულ წუთებზე სტეინმა შეხვედრაში მიქაუტაძე ჩართო
ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-9 ტურის შემდეგ „აიაქსი“ 5 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. ამსტერდამულ გუნდს უკვე „უტრეხტმაც“ (6) გადაასწრო.